კვარაცხელიას საგოლე პასი „ადანასთან“

0
27

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ნეაპოლელები კასტელ დი სანგროში თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელ „ადანა დემირსფორს“ დაუპირისპირდნენ, რომელშიც ცოტა ხნის წინ 18 წლის გიორგი ხაბულიანი გადავიდა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ამჯერად სასტარტოში არ იყო და 46-ე წუთზე თამაშში მაკედონიელი ელმასის ნაცვლად ჩაერთო. მან მოედანზე შესვლიდან 10 წუთში საგოლე პასი ირვინ ლოსანოს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 74-ე წუთზე საპასუხო ბურთი მარიო ბალოტელიმ გაიტანა. 87-ე წუთზე თურქები სარიმ დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ლოსანომ დუბლი მიითვალა.
„ნაპოლიმ“ 31 ივლისს მომდევნო საკონტროლო თამაშს ესპანეთის „მალიორკასთან“ ჩაატარებს.