„ბაიერნმა“ 17 წლის თავდამსხმელი იყიდა

0
25

მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანგული „რენიდან“ 17 წლის თავდამსხმელი მატის ტელი შეიძინა, რის შესახებ გერმანული გრანდის პრესსამსხური იუწყება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბაიერნს“ ტელის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო პლუს 8,5 მილიონი ევრო შესაძლოა „ნიცამ“ ბონუსის სახით მიიღოს თუ ფეხბურთელი გაცემულ ავანსს გაამართლებს.
ტელს „რენთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებდა. მან გასულ სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 8 მატჩი ჩაატარა. მაგრამ გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამორჩეულა.