თბილისის “საბურთალო” ბუქარესტში ჩაფრინდა, სადაც 28 ივლისს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ადგილობრივ “სტიაუასთან” საპასუხო მატჩს ჩაატარებს. მომავალი თამაში ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე 21:30 საათზე დაიწყება.
“საბურთალო” დღეს აღდგენით ვარჯიშს თბილისის დროით 20:30 საათზე გამართავს. ხვალ კი ცენტრალურ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს 21:30 საათზე ჩაატარებს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელის ლაშა ნოზაძის პრესკონფერენცია იგეგმება.
რაც შეეხება რუმინეთიდან პირდაპირ ტრანსილაციას მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და ხვალ ზუსტად ეცოდინება კლუბს თუ სად შეეძლება გულშემატკივარს ამ მატჩის ყურება.
მომავალ შეხვედრას ბელგიელი არბიტრები განსჯიან. მატჩის მთავარი მსაჯი ჯონათან ლარდოტია, რომელსაც დახმარებას ფლორიან ლემაირე და რომაინ დევილერსი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი კი ჯასპერ ვერგოტე იქნება.
მასპინძლებმა “საბურთალოს” პრესსამსახურს უთხრეს, რომ 28 ივლისს სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან და სავსე ტრიბუნების მოლოდინში არიან. ამ დროისთვის უკვე 22000 ბილეთია გაყიდული. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით მატჩს ემიგრანტი ქართველებიც დაესწრებიან, რომელთა რიცხვი 100-მდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალომ” პირველ მატჩში “სტიაუა” 1:0 დაამარცხა.





