ანდრეს პრიეტომ და საიმონ ბენიომ “დინამო” დატოვეს

0
37
თბილისის “დინამო” ორმა ლეგიონერმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან კონტრაქტი გაწყდა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ანდრეს პრიეტო “დინამოს” 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა, ამ პერიოდის განამვლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა.
რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი “დინამოს” ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველმა დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.

ლეგიონერები თანაგუნდელებს გუშინ ვარიჯიშის მერე დაემშვიდობნენ.
“აქ ოჯახი შევიძინე და ძალიან მომენატრებით” – ანდრეს პრიეტო.
“19 ნომერი ვიყავი და მჯერა, რომ მეცხრამეტედ გახდებით ჩემპიონები” – საიმონ ბენიო.