ფრანსისკუ ტრინკაუ „ბარსელონაში“ დაბრუნდა, რის შესახებ კატალონიური კლუბის პრესსამსსახური იუწყება.
22 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარით „ვულვზში“ გამოდიოდა და ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
„ბარსელონამ“ ტრინკაუ 2020 წელს „ბრაგადან“ 31 მილიონ ევროდ შეიძინა. მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.





