ფრანკ კესიე კარიერას „ბარსელონაში“ განაგრძობს, რის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება. კოტდივუარის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2026 ლამდე გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევროა.
კესიე „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან მიმდინარე წლის ზაფხულში „მილანთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
„ბარსელონა“ კესიეს ოფიციალურად 6 ივლისს წარადგენს.
აფრიკელი ფეხბურთელი „მილანში“ 2019-2022 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 224 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონში მილანელებთან ერთად იტალიის სერია A მოიგო.