„ბენფიკამ“ დავიდ ნერესი შეიძინა

0
40

ლისაბონის „ბენფიკამ“ დონეცკის „შახტარიდან“ ნახევარმცველი დავიდ ნერესი შეიძინა.
პორტუგალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანონს ინფორმაციით, „ბენფიკამ“ „შახტარს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადა.
ნერესი „შახტარში“ 2022 წლის იანვარში ამსტერდამის „აიაქსიდან“ გადავიდა და ხელშეკრულება 2026 წლამდე დადო. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, დონეცკურ გუნდში ერთხელაც არ უთამაშია.
ნერესი “აიაქსში” 2016-2017 წლების სეზონიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 180 მატჩში 47 გოლი გაიტანა.
მან 2019 წლიდან დღემდე ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 7-ჯერ იასპარეზა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.