საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამო” ასაკობრივი გუნდი გახდა.
19-წლამდელთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა დააჯილდოვა.
“დინამოს” 19-წლამდე გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი, “დინამოს” და “გაგრას” შორის გამართული ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩის შესვენებისას გადაეცათ.
2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი, რომელიც Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2022 წელს დასრულდა, თბილისის “დინამოს” 19 წლამდე გუნდმა დაუმარცხებლად, 61 ქულით მოიგო.





