ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბი ევერტონი კარიერას „ფლამენგოში“ განაგრძობს. მან კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
რიო დე ჟანეიორელებმა 26 წლის ფეხბურთელი ლისაბონის „ბენფიკადან“ 13,5 მილიონ ევროდ შეიძინეს, მაგრამ ბონუსების გათვალისწინებით შესაძლოა თანხა 16 მილიონამდე გაიზარდოს. გარდა ამისა, თუ მომავალში „ფლამენგო“ ევერტონს გაყიდის, ლისაბონელები ტრანსფერის საფასურის 10% მიიღებენ. ევერტონის „ფლამენგოში“ 2025 წლის დეკემბრამდე დარჩენის შემთხვევაში, ბრაზილიური კლუბი „ბენფიკას“ კიდევ ნახევარ მილიონ ევროს გადაუხდის.
ლისაბონელებმა ევერტონი 2020 წლის ზაფხულში ბრაზილიის „გრემიოდან“ შეიძინეს და მან „არწივების“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 84 მატჩში 15 გოლი გაიტანა.





