ტურის ცენტრალურ მატჩში „სამგურალმა“ „დინამოს“ სძლია

0
22

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტური ცენტრალურ მატჩში წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „დინამო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მატჩის მე-5 წუთზე მარცხენა ფლანგიდან კუთხური გიორგი მოიწრაფიშვილმა ჩააწოდა და „დინამოს“ განელმა ლეგიონერმა ოსეი ბარნსმა თავით გაიტანა – 0:1.
მე-9 წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ საუცხოო პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში მცველის ზურგსუკან გახსნილ მიხეილ ბაშალეიშვილ, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
52-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილი თბილისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი ჯეფერსონ ჯერალდოს გადააწოდა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო. ეს გოლი მატჩში უკანასკნელი აღმოჩნდა. „სამგურალმა“ ბოლო 6 შეხვედრიდან „დინამოს“ 3 მოუგო, ხოლო ამდენჯერვე გუნდები დაზავდნენ. მატჩის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი ჯეფერონ ჯერალდოს წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ გადაცა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილ წყალტუბოელებს ზედიზედ 11 თამაში არ წაუგიათ (7 გამარჯვება და 4 ფრე) და 10-გუნდიან ჩემპიონატში 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით „დინამომ“ 32 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზეა.