ბუდუ ზივზივაძე: „დაცვაშიც და თავდასხმაშიც ძალიან ორგანიზებულად ვითამაშეთ“

0
47

ბუდუ ზივზივაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში რაზგრადში ბულგარეთთან 5:2 მოგებულ შეხვედრაში, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში ძალიან ორგანიზებულად ითამაშა.
ბუდუ ზივზივაძე: „პირველ ყოვლისა გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და 90 წუთი მხარს გვიჭერდნენ.
რაც შეეხება თამაშს და გამარჯვებას კონკურენტთან, ძალიან სასიხარულოა და ბედნიერები ვართ. პირადად ჩემი გუნდითა და თანაგუნდელებით ვამაყობთ, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ და ორგანიზებული ვიყავით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. დიდი ანგრიშით გავიმარჯვეთა და ამ შედეგს დამსახურებულად მივაღწიეთ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში ჩემი გოლით დავეხმარე. წინ რთული თამაშები გველოდება და ძალა სწრაფად უნდა აღვიდგინოთ, რომ სათანადოდ მოვემზადოთ“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ივნისს სკოპიეში შეხვდება.