„ბარსელონას“ ლევანდოვსკის შეძენა სურს, პოლონელი მზადაა ხელფასი დაიკლოს

0
32

„ბარსელონა“ უახლოს პერიოდში მიუნხენის „ბაიერნთან“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებს პოლონეთის ეროვნული ნაკრების 33 წლის თავდამსხმელის შეძენას 30 მილიონ ევროდ გეგმავს. თუმცა, „ბარსას“ შეუძლია აღნიშნული თანხა 35 მილიონამდე გაზარდოს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ზედა ზღვარია.
„ბარსელონაში“ გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს და მზადაა ამის სანაცვლოდ ხელფასი დაიკლოს. მისი ხელფასი „ბაიერნში“ წელიწადში დაახლოებით 22 მილიონი ევროა და თუ „ბარსაში“ გადავა ლევანდოვსკი მზადაა ხელფასი 16 მილიონამდე შეიმციროს.
ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ვოლფსბურგთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით „ბაიერნში“ თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა.