ჯორდან ჰენდერსონი ინგლისის „ლივერპულის“ ისტორიაში შევიდა. ის მერსისაიდელთა პირველი კაპიტანია, რომელმაც გუნდთან ერთად 6 სხვადასხვა ტიტული მოიგო.
გუშინ, „ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის „ჩელსი“ პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა (ძირითადი და დამატებიდი დრო უგოლოდ დასრულდა). ჰენდერსონის კარიერაში ეს ჯილდო მეექვსე აღმოჩნდა. მანამდე, მან ინგლისის პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასსი, ინგლისის ლიგის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ინგლისის ეროვნული ნაკრები 31 ლისს ფეხბურთელი „ლივერპულში“ 2012 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 446 მატჩში 33 გოლი გაიტანა.





