სიმეონემ სუარესის წასვლა დაადასტურა

0
56

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გუნდიდან წავა.
„ლუის ნოემბერში ველაპარაკე. ეს ხანგრძლივი, ხისტია, მაგრამ სამართლიანი საუბარი იყო. ორივე მხარემ დააფიქსირა თავისი პოზიცია როგორ ხედავენ აწმყოსა და მომავალს. იმ მომენტიდან თითოეული ჩვენთაგანი ერთმანეთის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა. ამისთვის მისი მადლობელი ვარ“ – ციტირებს სიმეონეს Mundo Deportivo.
სუარესს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება. მან მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 43 მატჩში 13 გოლი გაიტანა და  საგოლე პასი გააკეთა.