„ლივერპული“ თავკაცმა იურგენ კლოპმა ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის მიღწევა გაიმეორა.
გუშინ, „ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო და კლოპი პირველი მწვრთნელი გახდა ფერგიუსონის შემდეგ, რომელმაც ერთი ინგლისური გუნდ სათავეში ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.
ფერგიუსონი, რომელიც ამჟამად 80 წლისაა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1986-2013 წლებში ხელმძღვანელობდა და 38 ტიტული მოიპოვა.
54 წლი კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან ავარჯიშებს და 6 ჯილდო მოიპოვა.




