თბილისის „ლოკომოტივმა“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-11 მატჩი წააგო. მე-11 ტურის ბოლო შეხვედრაში ალექსანდრე ინწკირველის გაწვრთნილი გუნდი „მიხეილ მესხი 2“-ზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
ანგარიში შეხვედრის 39-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან დემუ ჩიხლაძის მიერ გაკეთებული გადცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ნიკა კალანდარიშვილმა თავით გაიტანა.
55-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მოწინააღმდეგის მცველმა წააქცია, რის გამო, მთავარმა მსაჯმა გიორგი ვარდიძემ პენალტი დანიშნა. რუხაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაძის თავკაცობით „სამგურალს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 2 გამარჯვება და 3 ფრე.
| ადგ. | კლუბი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | გატ. | მიღ. | ± | ქულა | ბოლო თამაშები | შემდეგი | |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | დინამო ბთ |
11 | 7 | 3 | 1 | 25 | 7 | 18 | 24 | |||
| 2. | დილა |
11 | 7 | 1 | 3 | 15 | 8 | 7 | 22 | |||
| 3. | დინამო თბ |
11 | 5 | 4 | 2 | 14 | 8 | 6 | 19 | |||
| 4. | საბურთალო |
11 | 5 | 3 | 3 | 18 | 13 | 5 | 18 | |||
| 5. | სამგურალი |
11 | 4 | 5 | 2 | 13 | 8 | 5 | 17 | |||
| 6. | თელავი |
11 | 4 | 4 | 3 | 14 | 8 | 6 | 16 | |||
| 7. | გაგრა |
11 | 4 | 2 | 5 | 12 | 17 | -5 | 14 | |||
| 8. | ტორპედო |
11 | 3 | 2 | 6 | 8 | 19 | -11 | 11 | |||
| 9. | სიონი |
11 | 2 | 4 | 5 | 11 | 19 | -8 | 10 | |||
| 10. | ლოკომოტივი |
11 | 0 | 0 | 11 | 6 | 29 | -23 | 0 |


დინამო ბთ
დინამო თბ
საბურთალო
სამგურალი
გაგრა



