თორნიკე შენგელია ევროთასის ფინალშია

0
58

„ვირტუსმა“ ვალენსიაში მეორე პერიოდში მაღალი ხარისხის თამაში უჩვენა და სწორედ ამ მონაკვეთში მიაღწია 12-ქულიან უპირატესობას. მეორე ტაიმში „ვალენსიამ“ სხვაობა 4 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შენგელია და მისი თანაგუნდელები კვლავ კარგად ათამაშდნენ და ფინალის საგზური ხელიდან არ გაუშვეს.
სარგებლიანობის კოეფიციენტით თოკო თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო (16). ასევე პირველი იყო ქულებში – 15.
ფინალური მატჩი 11 მაისს ბოლონიაში გაიმართება, რადგან “ვირტუსმა” ჯგუფურ ეტაპზე უკეთესი ადგილი დაიკავა (4), ვიდრე მისმა მეტოქემ (7).
ევროთასის ორივე ფინალისტმა ევროლიგის მომდევნო სეზონის საგზური მოიპოვა.