„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა იცის წნეხს როგორ გაუძლოს და ფინალში გასასვლელად ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად „რეალთან“ გასამართ მატჩამდე ისაუბრა. ინგლისებელმა პირველ შეხვედრაში ესპანელები 4:3 დაამარცხეს.
„არავითარი გარანტია არაა, რომ მომავალ მატჩში მოედანზე ის ბიჭები გავლენ, რომლებმაც პირველი თამაში ჩაატარეს. ვეცდებით თამაში სასტარტოში მყოფი საუკეთესო 11 ფეხბურთელით მოვიგოთ. განვლილი შეხვედრა გავაანალიზეთ და საპასუხო თამაშის გარკვეული ასპექტები გამოსასწორებელი გვქონდა, რაც გავაკეთეთ.
კარლო ანჩელოტით აღფრთოვანებული ვარ. ის უდიდეს საფეხბურთო ქვეყნებში მუშაობდა, გუნდებში სადაც ფანტასტიკური მოთამაშეები იყვნენ და ყველგან დაუჯერებელი სამუშაო გასწია. მისი საფეხბურთო სტილია ძალიან კარგია. იგი განსაკუთრებული ადამიანია. ამასთანავე ძალიან მშვიდი, თავისი ემოციების კონტროლი შეუძლია და გუნდები სადაც უმუშავია მასზე ყველაფერს მეტყველებს.
საკითხავია მიღებული გამოცდილებიდან რა ვისწავლეთ. ამ ტურნირში თითოელი თამაში განსაკუთრებულია და ერთმანეთს არ ჰგავს. რთულია გასული სეზონი მიმდინარეს ან მომავალს შეადარო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამდე როგორი განწყობა გვაქვს? ჩვენ იქ უკვე ვიყავით და ვიცით ზეწოლას როგორ გავუმკლავდეთ. ეს გვეხმარება, მაგრამ არაა გარანტია, რომ კარგად ვითამაშებთ. ფინალში გასასვლელად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ“ – ციტირებს „სიტის“ ვებგვერდი ესპანელ სპეციალისტს.





