მახარაძის პირველი გოლი უზბეკეთში, კუტალიამ ისრაელში მერვედ გაიტანა

0
64

კახა მახარაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-6 ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივმა“, რომელსაც ქართველი კაპიტნობს „სურხონი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძლებმა ორივე გოლი პენალტიდან გაიტანეს. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავი ტუროპოვმა გამოიჩინა, ხოლო 86-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მახარაძემ გამოიყენა. ის ძირითადი დროსთვოს დამატებულ მე-6 წუთზე გააძევეს. „ლოკომოტივი“ 6 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
„ნავბახორმა“ სტუმრად „ქიზილქუმი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვებულთა რიგებში ნახევარმცველმა ელგუჯა გრიგალაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 61-ე წუთიდან ითამაშა.
ისრაელის რანგით მეორე ლიგაში ლევან კუტალიამ ამ სეზონში თავი მერვედ გამოიჩინა. „ნეც ციონამ“ თავის მოედანზე ფეთახ-თიკვას „ჰაპოელი“ 2:0 დაამარცხა და ქართველმა თავდამსხმელმა ერთი გოლი მიითვალა.