„ჟილ ვისენტე“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 32-ე ტურის მატჩში სტუმრად ლისაბონის „სპორტინგთან“ 1:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე თავის საჯარიმოში ნუნო სანტოსი წააქცია, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა, ხოლო პაბლო სარაბიამ ანგარიში გახსნა. 36-ე წუთზე ედვარდსმა მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ჟილ ვისენტედან“ თავი ფრან ნავარომ გამოიჩინა.
53-ე წუთზე ბარსელუშელმა ლუკას კუნიამ ავტოგოლი მიითვალა. 62-ე წუთზე „ჯილ ვისენტეს“ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც პოტემ გაიტანა. აბურჯანია 65-ე წუთზე შეცვალეს. „ჟილ ვისენტე“ 48 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 32-ე ტურში დრეზდენის „დინამო“ შინ „რეგენსბურგს“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა. „დინამო“ 31 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
„ჰამბურგმა“ „ინგოლშტადტს“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გამარჯვებულთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. „ჰამბურგი“ 54 ქულით მეოთხეა.





