18-წლამდელებმა შვეიცარიას პირველ სპარინგში სძლიეს

0
28

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, შვეიცარიის ქალაქ ცუგში, მასპინძლე თანატოლებტან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციის შემდეგ 18-წლამდელთა  დებიუტანტმა – ლუკა პარკაძემ თავური დარტყმით გახსნა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი 55-ე წუთზე გაიტანა – ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს შვეიცარიელთა საჯარიმოში ლუკა ლაცაბიძე დახვდა და სხვაობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის ეპიზოდში შესრულებული საგოლე გადაცემა – ლუკა წულუკიძის ანგარიშზეა.
შემდეგ შეხვედრას, ლაშა ფიცხალაიშვილის გუნდი ზეგ, 28 აპრილს, ამავე სტადიონზე, ისევ შვეიცარიის 18-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ბმული, თამაშის დაწყებამდე სფფ-ის სოციალური მედიის არხების საშუალებით გამოქვეყნდება.