პოზნანის „ლეხმა“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკესკირი იცავს, პოლონეთის ექსტრაკლასას 30-ე ტურში სამი ქულა საშინაო მატჩში „სტალთან“ აიღო.
სტუმრები მე-2 წუთზე სტეშუკმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან მე-12 წუთზე ანგარიში ჟოაო ამარალმა გაათანაბრა. 31-ე წუთზე „ლეხი“ იშაკმა წინ გაიყვანა, ხოლო 49-ე წუთზე ზურომ ბურთი თავის კარში ჩაჭრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კვეკვესკირი სასტარტოში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. „ლეხი“ 65 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას „რაკუვი“ ლიდერობს, რომელშიც ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე ირიცხებიან. „რაკუვმა“ შინ „ლეჩნას“ 2:1 აჯობა. მასპინძლების თადარიგში ორივე ქართველი იყო, მაგრამ არცერთს უთამაშია.
ბრატისლავას „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონის რანგში პირველი შეხვედრა წააგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდმა გასვლაზე „დუნაისკა სტრედასგან“ 2 უპასუხო ბურთი გაუშვა. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ – პირველი 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორემ შეუცვლელად ითამაშა.





