ვოლკოვის პირველი გოლი მიმდინარე წელს

0
65

დავით ვოლკოვმა მიმდინარე წელს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 24-ე ტურში „ზირე“ სტუმრად „სუმგაითს“ დაუპირისპირდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვა. მან თავი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გამოიჩინა, როდესაც “ზირეს” ხანგრძლივის შეტევის დროს კარის წინ მდგომმა თანაგუნდელის მიერ დარტყმულ ბურთს მიმართულება ერთი შეხებით შეუცვალა. ვოლკოვმა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო, ხოლო წელს ეს გოლი მისთვის პირველია. ის 11 ბურთით აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო „ზირე“ 42 ქულით 8-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა რაც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.
თურქეთის სუპერლიგის 34-ე ტურში “ჰათაისფორი” გასვლაზე “ბაშაქშეჰირთან” 0:3 დამარცხდა. სტუმრებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა საბა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა. “ჰათაისფორი” 49 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.