მოურინიო: „რომა“ გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე ამას ხალხი ფიქრობს“

0
56

„რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მისი გუნდმა იმაზე გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე ამას ხალხი ფიქრობს. პორტუგალიელმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „ბოდო-გლიმტის“ (4:0) დამარცხების და 1/2-ფინალში გასვლის მერე ისაუბრა.
„მთავარი ნახევარფინალში გასვლაა. პირველი წუთიდან მაღალი პრესინგი დავაწესეთ, ინტენსიურად ვითამაშეთ და დაცვაში საიმედოდ გამოვიყურებოდით. უკვე 2:0-ის დორს ვიგრძენით, რომ ეს მატჩი „ჩვენი“ იყო. პირველ შეხვედრაში 1:2 დამარცხების მერე ვგრძნობდი, რომ უფრო ძლიერები ვართ. გულწრფელად გეტყვით, რომ „ბოდო-გლიმტთან“ ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება დაუშვებელია.
ხარისხიანად თამაში კარგია, მაგრამ გამარჯვება საუცხოოა. ხარისხიანად თამაშის დროს მარცხი მხოლოდ იმას შესაძლოა მოეწონოს, ვინც თავს გუნდის იდენტურობის შესახებ აზრით იმშვიდებს. თუმცა, ასეთები ვერაფერს იგებენ.
მჯერა, რომ „რომა“ გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე ამას ხალხი ფიქრობს. ჩვენი დიდი ხანია არ წაგვიგია და ამის დაბრალება მხოლოდ მებრძოლ სულისკვეთებაზე ძალიან ადვილია. საქმე ისაა, რომ ორგანიზებული გუნდი გვყავს და იმაზე გაცილებით უკეთესად ვმოქმედებთ, ვიდრე მიაჩნიათ. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ საქმე მეტოქის განადგურებაში და 6:1 გამარჯვებაში კი არა, როგორც მათ ნორვეგიაში მოგვიგეს, არამედ, ნახევარფინალში გასვლაშია. გუნდმა ეს დაიმსახურა“ – განუცხადა მოურინიომ Sky Sport Italia-ს.