„ბარსელონა“ ევროპა ლიგიდან გავარდა, 1/2-ფინალის წყვილები გაირკვა

0
41

„ბარსელონა“ ევროპა ლიგის 1/2-ფინალში ვერ გავიდა. ხავის გაწვრთნილმა გუნდმა 1/4-ფინალში სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 1:1 ითამაშა და საპასუხო მატჩის წინ ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, კატალონიელებმა „კამპ ნოუზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუეს და ევროთასს დაემშვიდობნენ.
გერმანელებმა ანაგრიში მე-4 წუთზე გახსნეს, როდესაც ფილიპ კოსტიჩმა პენალტი გამოიყენა. 36-ე წუთზე კოსტიჩმა საგოლე პასი ბორეს გაუკეთეს, რომელმაც სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. 67-ე წუთზე კოსტიჩმა დუბლი შეასრულა და ანგარიში მასპინძლებისთვის კატასტროფული გახდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „აინტრახტის“ სერხიო ბუსკეტსმა აიღო, ხოლო 10 წუთში მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა – 2:3. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო „ბარსელონას“ პიკე აკლდა, რაც დაცვაში გუნდის თამაშზე აშკარად აისახა. ხავის გუნდმა მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ყველა ტურნირში პირველი თამაში წააგო. მანამდე, ბარსელონელებს 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ.
„აინტრახტი“ 1/2-ფინალში „ვესტ ჰემს“ შეხვდება, რომელმაც სტუმრად „ლიონს“ 3:0 აჯობა. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ლონდონში 1:1 დასრულდა. საფრანგეთში გამართული შეხვედრის 38-ე წუთზე ანგარიში პაბლო ფორნალსის გადაცემის შემდეგ 38-ე წუტზე დოუსონმა გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე რაისმა „ლიონის“ კარი მეორედ აიღო. 48-ე წუთზე მასპინძლები ბოუენმა დაამწუხრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„ვესტ ჰემსა“ და „აინტრახტს“ შორის პირველი მატჩი ლონდონში 28 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოს შეხვედრა 5 მაისს ფრანკფურტში შედგება.
„გლაზგო რეინჯერსმა“ ორი მატჩის ჯამში „ბრაგას“ აჯობა და ნახევარფინალში „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება. გლაზგოელებმა პირველი თამაში სტუმრად პორტუგალიაში 0:1 წააგეს. შოტლანდიაში ჩატარებული შეხვედრის მე-2 წუთზე ანგარიში ტავემიერმა გახსნა, რომელმაც 44-ე წუთზე პენალტიდან დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე პორტუგალიელებიდან თავი კარმომ გამოიჩინა, რის შედეგად დამატებითი დრო დაინიშნა. 101 წუთზე მასპინძლებიდან „ბრაგას“ კარი როოფემ აიღო და თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
1/2-ფინალში „ლაიფციგი“ „გლაზგო რეინჯერსს“ 28 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო გლაზგოში მატჩი 5 მაისს შედგება.