„ლაიფციგი“ ევროპა ლიგის 1/2-ფინალში ითამაშებს

0
68

„ლაიფციგი“ ევროპა ლიგი 1/2-ფინალში გავიდა. გერმანელებმა 1/4-ფინალის პირველიუ შეხვედრა ბერგამოს „ატალანტასთან“ შინ 1:1 ითამაშეს. საპასუხო შეხვედრის წინ, ფავორიტად უფრო „ატალანტა“ მიიჩნეოდა, მაგრამ „ლაიფციგმა“ ფრანგი ფორვარდის ნკუნკუს წყალობით შემდეგ ეტაპზე გააღწია.
მე-18 წუთზე ლაინერი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ნკუნკუს უპასა, რომელმაც თანაგუნდელი არ დააღალატა.
87-ე წუთზე, ნკუნკუ პირისპირ დარჩა იტალიელთა მეკარესთან, რომელმაც საბოლოოდ სტუმართა თავდამსხმელი წააქცია. დაზარალებულმა პენალტი თავად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ლაიფციგი“ არსებობის ისტორიაში ევროპა ლიგის ფინალში პირველად გავიდა. მანამდე, გუნდის საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში იყო.
„ლაიფციგი“ ბოლოს 5 თებერბალს „ბაიერნთან“ (2:3) დამარცხდა და მას შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებული 13 მატჩიდან 9 მოიგო, ხოლო 4 ფრედ დაასრულა.