საქართველოს 7-კაცა ზაფხულში შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ორ ეტაპს ითამაშებს. ჩვენი 7-კაცა 10-გუნდიანი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 25-26 ივნისს პორტუგალიაში, ლისაბონში ჩაატარებს.
უკვე ცნობილია, რომ საქართველო „ა“ ჯგუფში, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთისა და ბელგიის ნაკრებებს შეხვდება. „ბ“ ჯგუფში გერმანია, ლიტვა, იტალია, პოლონეთი და საფრანგეთი გაერთიანდნენ.
მეორე ეტაპი 1-3 ივლისსაა დაგეგმილი და მისი ჩატარების ადგილი მოგვიანებით გაირკვევა, ისევე, როგორც ჯგუფები, რომელიც პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით შედგება.





