საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში მსოფლიო 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ძირითად რაუნდში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა თბილისში კოსოვოსთან ჩატარებული წარუმატებელი მატჩის (2:3) შემდეგ, ქულა ვერც სტუმრად იტალიასთან აიღეს (2:3). ჩვენ გუნდს სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა – კაპიტანი ირაკლი თოდუა, ვიცეკაპიტანი შოთა თოფურია და გიორგი ღავთაძე.
შეხვედრის მე-12 წუთზე მასპინძლები პულვირენტიმ დააწინაურა, ხოლო მე-16 წუთზე ჯანიკო გიორგაიამ საპასუხო ბურთი გაიტანა.
მე-20 წუთზე ჟულიო დე ოლივეირას გადაცემის შემდეგ, ნუკრი ჭუმბურიძის ფეხიდან ბურთი ჩვენს კარში შევარდა და იტალიელებმა პირველი ტაიმი მოიგეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში „სკუადრა აძურა“ გაბრიელ მოტამ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 31-ე წუთზე არჩილ კეკელიამ ერთი ბურთი გაქვითა და თამაშის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.
მე-10 ჯუფში პირველი ადგილზეა იტალიია 3 ქულით, ამდენივე ქულით მეორეზე კოსოვოა, ხოლო უქულო საქართველო ბოლოა.
ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 2027 წლის 24 თებერვალს სტუმრად კოსოვოსთან ჩაატარებს, ხოლო 2 მარტს თბილისში იტალიას დაუპირისპირდება.
ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას ელიტ რაუნდში მოსახვედრად.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის პლეი-ოფში იბრძოლებენ.
იტალია 3:2 საქართველო
ლაშა თაბაგარი





