კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

0
1

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა დატოვა და კოპენჰაგენიდან კერძო თვითმფრინავით მადრიდში დაბრუნდა. ამის სესახებ პორტუგალიური მედია იუწყება.
27 სექტემბერს ერთა ლიგაში სტუმრად ნორვეგიასთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში რონალდუ სათადარიგო იყო და არ უთამაშია. ამის შემდეგ, მან ვარჯიში გამოტოვა. ფეხბურთელსა და პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც მხარეებმა მოაგვარეს.
30 სექტემბერს ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რონალდუ 1 ოქტომბერს დანიასთან გასამართ თამაშსაც გამოტოვებს. ამის მერე, კრიშტიანუმ განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობას ტოვებს და თავისი წასვლის მიზეზს მოგვიანებით განმარტავს.
ჟეზუში და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა აეროპორტში შეეცადნენ რონალდუსთვის შეკრების დატოვება გადაეფიქრებინათ, მაგრამ უარი მიიღეს.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდიოდა და 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა – ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ამდენჯერ მეტოქის კარი არავის აუღია. მან პორტუგალიელთა შემადგენლობაში 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ორჯერ ერთა ლიგა მოიგო – 2019 და 2025 წელს.
ლაშა თაბაგარი