აზაროვი დაშავდა და ნაკრებს ვერ დაეხმარება

0
2

ირაკლი აზაროვმა ტრავმა მიიღო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგაში სექტემბერ-ოქტომბერში გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. უკრაინის თასის 1/16-ფინალში დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც აზაროვი გამოდის გასვლაზე „ვილჰივცი“ 3:0 დაამარცხა.
დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა თურქმა არდა თურანმამა, ქართველი მარცხენა მცველი რომელსაც ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაში არ ათამაშებს, ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
მატჩის 30-ე წუთზე „შახტარიდან“ ანგარიში ნაზარინამ გახსნა. 44-ე წუთზე აზაროვის გადაცემის შემდეგ, გაბრიელ კარვალიომ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. 72-ე წუთზე დონეცკელებიდან თავი ცუკანოვმა გამოიჩინა. „შახტარის“ ვებგვერდის ინფორმაცუუთ, მატჩის მიწურულს მეტოქესთან შეჯახების დროს აზაროვმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. იმ მომენტში „შახტარს“ ხუთივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა.
მატჩების განრიგი
25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — ჩრდილოეთ ირლანდია
28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — უკრაინა | ბილეთები
2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი — საქართველო | ბილეთები
5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია — საქართველო | ბილეთები

ლაშა თაბაგარი