თბილისის „იბერია“ საქართველოს დავით ყიფიანის სახეობის თასისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა. 1/8-ფინალის გადადებულ შეხვედრაში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი სტუმრად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის 26-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ცოტნე ჩიქოვანმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე საბოლოო წერტილი ერიკ ბარიოსმა დასვა.
14 ოქტომბერს 1/4-ფინალში „სამტრედია“ შინ „რუსთავს“ ეთამაშება და მათ შორის გამარჯვებული 1/2-ფინალში „გაგრას“ დაუპირისპირდება.
ასევე, 1/2-ფინალში ერთმანეთს გორის „დილა“ და ბათუმის „დინამო“ შეხვდებიან.
ლაშა თაბაგარი





