საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის ფარგლებში, ტიერ 1-ის გუნდებთან სამ თამაშს გამართავს.
მომავალი შეხვედრებისთვის გუნდი გაფართოებული, 38-კაციანი შემადგენლობით მარტყოფის ბაზაზე ემზადება. 25 ივლისს ბიჭები ერთმანეთში ითამაშებენ, რის შემდეგაც მწვრთნელები სერიისთვის 26 მორაგბეს შეარჩევენ.
სერიაში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას: სამხრეთ აფრიკა ორი გუნდით, ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი და საქართველო. გიორგი ნემსაძის შეგირდები პირველ მატჩს 7 აგვისტოს, ჩვენი დროით 15:30 საათზე ინგლისთან გამართავენ; 11 აგვისტოს 13:30 საათზე სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან; ხოლო 15 აგვისტოს 15:30 საათზე ირლანდიას შეერკინებიან.
პირველ დღეს თამაშები დურბანის უმაღლესი სკოლის მოედანზე გაიმართება; მეორე დღეს ბოლანდ ლანდბოუში; მესამე დღეს კი პარლს გიმნაზიუმში.
აქვე გეტყვით, რომ საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), საბა მერებაშვილი (ლელო), გაგა სუჯაშვილი (ლელო), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), საბა ჯიბღაშვილი (ლელო), საბა მაჭარაშვილი (ლელო), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, ლელო), გეგა გიორგობიანი (ლელო), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხარებავა (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), საბა გიორგიძე (მონპელიე, ლელო), გიორგი ქევანიშვილი (აია), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა მგალობლიშვილი (არმაზი), ლუკა შულაია (ბაიონი, ლელო/სოხუმი), ნიკოლოზ დათუნაშვილი (ორიაკი, ლელო), გიორგი სუთიაშვილი (ლელო, მასი/ანგულემი), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), ნიკოლოზ გვრიტიშვილი (ლელო), ნიკალა ხაფავა (ყოჩები), ნიკოლოზ ჩაჩანიძე (აკადემია), ატო ლიპარტელიანი (წყალტუბო, აია), ნიკოლოზ ლაგვილავა (ზუგდიდი, ლელო), გიორგი ბურდული (ხვამლი), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), გოგა ბერიძე (ბათუმი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), ბასილი მიქუჭაძე (ყოჩები), გიორგი ჭოხონელიძე (სანტბოლი, ესპანეთი), დათა ახვლედიანი (არმია), ლუკა მუშკუდიანი (აია), ბართლომე ხამაშურიძე (აია), ოთარ ტალახაძე (ლელო, ვანი), რეზი ცხვედიანი (ხვამლი), ლუკა ჭაკუა (ლელო, ფოთი).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, ირაკლი ყიასაშვილი, შალვა მამუკაშვილი
მენეჯერი: ია ხურცილავა
ფიზიო: გურამ ადამია, გიგა მაქაძე
ექიმი: ტარიელ კინწურაშვილი
ვიდეო: ნიკოლოზ თუთარაშვილი
ფიზ. მომზადება: ნიკა მამისაშვილი, ბექა გუგეშაშვილი





