თბილისის “დინამომ”, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ორი ლეგიონერი გაუშვა და ამდენივე დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ნანა კოფი დონკორსა და აბდულაი იოროსთან საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა. მადლობა მათ ჩვენი კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვებთ წარმატებას კარიერის შემდეგ ეტაპზე.
დინამოში გვინეის ნაკრების ფორვარდი ალგასიმ ბა ითამაშებს. 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან შევა, 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ალგასიმ ბა პირეოსის ოლიმპიაკოსში ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა ნიქოზიის აპოელში გააგრძელა. ბოლოს იჯარით კრასავაში გამოდიოდა. ასევე უთამაშია გვინეის ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში.
ჩვენი გუნდის რიგებს კვიპროსელი მცველი პარის ფსალტისი შეემატა. 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. პარის ფსალტისი სხვადასხვა დროს ერმის არადიპუს, ოლიმპიაკოს ნიქოზიას, ომონიას და ეთნიკოსის ღირსებას იცავდა”.
ლაშა თაბაგარი





