21-წლამდელებს ამხანაგურებში ჩიქოვანი ვერ დაეხმარება

0
0

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება.
2 ივნისს რამაზ სვანაძის გუნდმა ბულგარეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდს ტრავმის გამო აღნიშნულ მატჩებში “უოტფორდის” შემტევი ნიკოლოზ ჩიქოვანი ვეღარ დაეხმარება, მის ნაცვლად გუნდს მეექვსე ახალწვეული საბა ზოიძე შეუერთდა.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი), საბა ზოიძე (გაგრა).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი აუსტრია, ავსტრია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (ტყიბულის მეშახტე).
5 ივნისი | აშშ V საქართველო – ბლაგოევგრადი [ჰრისტო ბოტევი]
9 ივნისი | მოლდოვა V საქართველო – ნისპორენი [ცენტრალური]