არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ მესის ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„პირველი შედეგი არცთუ ცუდია. ახლა უნდა დაველოდოთ აღდგენითი პროცესი როგორ განვითარდება და მომავალი სამედიცინო გამოკვლევა რა შედეგს მოგვცემს, რათა ვიცოდეთ დადასტურდება თუ არა პირველადი დასკვნა“ – იუწყება სკალონის ნათქვამს Dsports.
კვირას MLS-ში გამართულ შეხვედრაში „ინტერ მაიამიმ“ „ფილადელფიას“ 6:4 დაამარცხა, ხოლო არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 73-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა. მეორე დღეს გაირკვა, რომე მესის მარცხენა ფეხის მუხლისქვედა მყესის დაღლილობა გამოუვლინეს. მისი მოედანზე დაბრუნების ვადა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იგრძნობს უახლოეს დღეებში თავს.
ლაშა თაბაგარი





