დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ პლეი-ოფის პირველი მატჩი ვერ მოიგო

0
7

„სენტ-ეტიენმა“, სადაც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველი მატჩში შინ „ნიცასთან“ ჩაატარა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე შეცვალეს. მან როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში მეტოქის კარში თითოჯერ დაარტყა, მაგრამ ნაკლებად სახიფათოდ. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ნიცაში 29 მაისს ჩატარდება.
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ გამოარჩია. ბუნებრივია, ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ზურიკო დავითაშვილმა 2025-2026 წლების სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც შეაგდო.
დავითაშვილი მეორე ქართველია, რომელიც ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. პირველი იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ეს ჯილდო 2022-2023 წლების სეზონში ერგო, როცა „მეცში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი