ზურიკო დავითაშვილი 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი თავის ვებგვერდზე იუწყება.
25 წლის დავითაშვილმა ლიგა 2-ის რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო მოიგო. მანამდე, იმავე გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ შემადგენლობაში მოახერხა. ცნობისთვის, „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი




