კობახიძემ მაკედონიელებთან სპარინგებისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
9

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც სანდრო კობახიძე წვრთნის 24 და 26 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიელ თანატოლებთან ისპარინგებს. პირველი შეხვედრა რუსთავის მუნიციპალური საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართება, ხოლო მეორე – დიდი დიღმის სფფ-ს საფეხბურთო ცენტრის მოედანზე. მომავალი მატჩებისთვის კობახიძემ შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:
 მეკარეები: გივი წიკლაური (ლოკომოტივი თბილისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).
მცველები: უკა შარიქაძე (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), საბა კილაძე  (იბერია1999), დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: იორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო  თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილვა (ტორპედო ქუთაისი), ლუკა კნოევი (ოსნაბრუკი, გერმანია), რეზი გაზდელიანი (ბოლნისი სიონი), ბექა ბარამიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული).
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), დემირ არი (ნიურნბერგი, გერმანია), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი).
ლაშა თაბაგარი