ლუქსემბურგის ნაკრების მცველი “იბერიაში”

0
39

თბილისის “იბერიაში” ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩი ითამაშებს, რის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება.
წარმოშობით სერბმა სელიმოვიჩმა გასული სეზონი რუმინეთის რანგით მეორე ლიგის “ჰერმანშტადტში” გაატარა, სადაც 32-ჯერ ითამაშა.
მანამდე, 28 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის “მეცში”, კვიპროსის ლიმასოლის “აპოლონში”, საბერძნეთის ოფი-ში, სლოვენიის “გორიცაში” და ბოსნიის “ჟელეზნიჩარში” თამაშობდა. მან ლუქსემბურგის ნაკრებში 14-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი