„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურში შინ „მიუნსტერს“ ვერ სძლია – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 56-ე წუთზე ზომამ დააწინაურა. 63-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ჰენდრიქსმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „ნიურნბერგი“ 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





