„იბერიამ“ პირველი სპარინგი ფრედ დაასრულა

0
4

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ გუგა ნერგაძის ხელმძღვანელობით  თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი სლოვაკეთის „რუჟემბეროკთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
სლოვაკბმა შეხვედრის პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. 61-ე წუთზე „იბერიამ“ ანგარიში გაათანაბრა – ახალწვეულმა პაატა ღუდუშაურმა პასი საჯარიმოში გახსნილ ამირან ძაგანიას გაუკეთა, რომელმაც თავით ეფექტური გოლი გაიტანა. „იბერია“ შეკრებაზე მომდევნო სპარინგს უკრაინის „ვერესთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი