თბილისის “დინამომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი დიღმის ბაზაზე ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და თურქეთში გამგზავრებამდე დინამოელები სამ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. 20 იანვარს ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი “რუსთავს” შეხვდება, 26 იანვარს სართიჭალის “შტურმს” ეთამაშება, ხოლო 2 თებერვალს – წყალტუბოს “სამგურალს”.
“დინამო” ანთალიაში 4 თებერვალს გაემგზავრება და თურქეთში ორი კვირა დარჩება. ადგილზე ამხანაგური მატჩებიც დაგეგმილია, ხოლო მეტოქეები უახლოეს მომავალში გაირკვევა.
დიღმის ბაზაზე ჩატარებულ ვარჯიშში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა:
მეკარეები: გიორგი ლორია, დაჩი ჩოჩოშვილი, მათე ღაღვიშვილი.
მცველები: ირაკლი იაკობიძე, ლუკა შაშიაშვილი, გიორგი ლომიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლაშა ხუციშვილი, გიორგი გვასალია, ნიკოლოზ ცეცხლაძე.
ნახევარმცველები/თავდამსხმელბი: ნიკა ნინუა, აბდულაი იორო, ჯაბა კანკავა, ნიკოლოზ ტკალია, რეზი დანელია, ლუკა წულაია, თემო ოდიკაძე, ნანა კოფი დონკორი, სანდრო მიქაუტაძე, მათე ვაწაძე, ირაკლი სირაძე, ჰალიდ დოლტმურზიევი, გიორგი ხარებაშვილი.
მიხეილ მაქაცარია, მათე შათირიშვილი, საბა ხარებაშვილი და გიორგი ხარაიშვილი ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და გუნდს მალე შეუერთდებიან. ადგილზეა ბარნს ოსეი, რომელმაც პირველად დღეს ივარჯიშა.
გასულ სეზონში “დინამომ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





