ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა. ამის შესახებ „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა კვირას გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიუნხენის „ბაიერნთან“ შინ გასამართ მატჩამდე განაცხადა. მისი თქმით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის დაბრუნებას მომავალი წლის დასაწყისისთის ელოდებიან.
ტრავმის გამო ზივზივაძემ ბუნდესლიგაში განვლილი სამი მატჩი გამოტოვა – ბერლინის „უნიონთან“, „ფრაიბურგთან“ და „ზანკტ პაულთან“. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ბუდუმ ორჯერ გერმანიის თასზე ითამაშა. „ჰაიდენჰაიმი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





