„დუნაისკა სტრედას“ მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე, სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სტაბილურად თამაშობს და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა. 24 წლის კაპანაძემ სლოვაკეთის თასზე ორჯერ ითამაშა. ის „დუნაისკა სტრედაში“ მეორე სეზონს ატარებს. მის გარდა გუნდში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი გიორგი გაგუა გამოდის. „დუნაისკა სტრედა“ 38 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





