ჩაკვეტაძის გამარჯვება „სტოკთან“

0
9

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის მორჩენის შემდეგ, „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონშიფში მესამე შეხვედრა ჩაატარა. 22-ე ტურში უოტფორდელებმა „სტოკ სიტი“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 76 წუთი გაატარა.
მასპინძლებს დანიელმა ფორვარდმა ლუკა კიურემგორმა მოაგებინა, რომელმაც მეტოქის კარი 76-ე წუთზე აიღო. 26 წლის ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში 6 შეხვედრა ჩაატარა,
ლაშა თაბაგარი