„სპაერმა“ ელიტისკენ გაიხედა

0
12

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გასულ თბილისის „სპაერს“ ძალიან რეალური შანსი აქვს, რომ ელიტაში აღზევდეს. პლეი-აუტის პირველ მატჩში ანზორ  კიღურაძის გაწვრთნილი გუნდი საგარეჯოს „გარეჯს“ ესტუმრა, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა და 2:0 სძლია.
მატჩის 25-ე წუთზე გიორგი ბუნტურმა თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გააკეთა და მასპინძლების ნახევარმცველ ნიკოლოზ გალახვარიძეს ფეხი დაუცდა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა ზაქარია ბასილაშვილმა ანგარიში გახსნა.
71-ე წუთზე „სპაერის“ შეტვვა ლევან ბარაბაძემ დაიწყო, რომელმაც საბა გეგიაძე მოძებნა, ეს უკანასკნელი კი მცველს გავდა და მეკარესთან მარტო დარჩენილმა თბილისელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 14 დეკემბერს შედგება.
შეგახსენებთ, რომ „სპაერმა“ შარშან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო და უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, სადაც ვენს „აუსტრიას“ წააგო.
გარეჯი 0:2 სპაერი 
ლაშა თაბაგარი