მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელი იონსენია, საუკეთესო მწვრთნელი -ნერგაძე

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოს“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი გახდა. მან 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. იონსენმა 21 გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა, რაც ზედიზედ მეორედ მოახერხა.
მე-4 წრის საუკეთესო მწვრთნელად გუგა ნერგაძე დასახელდა, რომელმაც თბილისის „იბერიას“ საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა ჩემპიონატის დასკვნით წრეში ცხრიდან რვა შეხვედრაში გაიმარჯვეს. 29 წლის ნერგაძე „იბერიას“ სათავეში ოქტომბრის დასაწყისში ჩაუდგა და გია გეგუჩაძე შეცვალა. გეგუჩაძემდე გუნდს ლევან კორღალიძე ავარჯიშებდა, რომელიც პირველი და მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
მეოთხე წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მაკარიძე (იბერია).
მცველები: არმელ ზოური (იბერია), დერეკ აგიაკვა (იბერია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (დილა), გიორგი ჯინჯოლავა (იბერია).
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), აბუბაკარ კონტე (დილა), ბაქარ ქარდავა (იბერია).
თავდამსხმელები: დავით მუჯირი (გაგრა), გიორგი ფანცულაია (სამგურალი), ბიორნ იონსენი (ტორპედო).
ლაშა თაბაგარი