გაგნიძის გუნდმა წაუგებელი სერია გაახანგრძლივა

0
13

„გრანადმ“, რომელშიც ლუკა გაგნიძე თამაშობს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში „სეუტა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-19 წუთზე მასპინძლები ალემანმა დააწინაურა, ხოლო მე-40 წუთზე როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა. „გრანადას“ ჩემპიონატში მიჯრით 5 თამაში არ წაუგია (2 გამარჯვება და 3 ფრე) – 20 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი