წიტაიშვილის და აბუაშვილი „მეცი“ ცხრილის ფსკერზე

0
10

„მეცმა“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე მატჩში ქულა ვერ აიღო.
მე-15 ტურში მეცელები გასვლაზე „ოსერს“ შეხვდნენ და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ. აბუაშვილი განაცხადში არ შეუყვანიათ. ლიგა 1-ში წელს დაბრუნებული „მეცი“ 11 ქულით ბოლო ადგილზე დაეშვა.
ლაშა თაბაგარი