სლოვაკეთში ქართული „დერბი“ კაპანაძემ და გაგუამ მოიგეს

0
15

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – „დუნაისკა სტრედამ“, სადაც ცოტნე კაპანაძე და გიორგი გაგუა გამოდიან, შინ 3:1 აჯობა ტრნავის „სპარტაკს“, რომელშიც ლუკა ხორხელი გამოდის.
განვლილ მატჩში სამივე ქართველი სასტარტოში იყო და კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა – გაგუა მოედანი 87-ე წუთზე დატოვა, ხოლო ხორხელმა 62-ეზე.
„დუნაისკა სტრედა“ 35 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ბრატისლავას „სლოვანს“ ქულით ჩამორჩება. ტრნაველები 32 ქულით მე-4 პოზიციაზეა იმყოფებიან.
რუმინეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“ სახლში „კლუჟი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი მასპინძლების სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატია“ 34 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
შვეიცარიის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ლოზანამ“ „ლუგანო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ შეუცვლელად ითამაშა. „ლოზანა“ 20 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა
ლაშა თაბაგარი